"ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი, ეს არის ერთობა ჩვენი ხალხის გარშემო" - სააკაშვილი

17.01.25 15:55
"ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი, ეს არის ერთობა ჩვენი ხალხის გარშემო" - სააკაშვილი

"ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი, ეს არის ერთობა ჩვენი ხალხის გარშემო" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე გისოსებს მიღმა რომ არ ყოფილიყო, საკუთარი გამოცდილებით ქართველ ხალხს დაეხმარებოდა და პროცესებს მშვიდობიანად დაასრულებდა. 

ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი, სხვადასხვა ცალკე აღებული პოლიტიკოსების. რა თქმა უნდა, ეს არის ერთობა ჩვენი ხალხის გარშემო. ამ ქმედებებში, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, პრაქტიკულად უკვე დაიბადა ახალი საქართველო და მათ, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდათ, არ ესმით, რომ მე რომ ვყოფილიყავი და მქონოდა პატივი, თქვენ შორის ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისი ქუჩებში დაგეხმარებოდით ბევრად უფრო ადრე და ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად იმიტომ, რომ მაქვს ამის გამოცდილება, ალბათ, ყველაზე მეტი გამოცდილება. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გამბედაობის წინაშე, მეც, ჩემი თავი გავწირე და გადავდე იმისთვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - დღევანდელ სხდომაზე სიტყვით საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა.