რეჟიმის იზოლაციის დომინოს ეფექტი - ივანიშვილის გუნდს ევროპული სახელმწიფოები დემარშს ერთმანეთის მიყოლებით უცხადებენ

17.01.25 20:38
რეჟიმის იზოლაციის დომინოს ეფექტი - ივანიშვილის გუნდს ევროპული სახელმწიფოები დემარშს ერთმანეთის მიყოლებით უცხადებენ

 

რეჟიმის იზოლაციის დომინოს ეფექტი. ევროპული სახელმწიფოები არალეგიტიმურ ხელისუფლებას დემარშს ერთმანეთის მიყოლებით უცხადებენ.  შვედეთმა ოცნებასთან  ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. არ აღიარებენ არ თვითაღიარებულ პარლამენტს და არც ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ პრეზიდენტს. შვედეთი მოუწოდებს ოცნებას დაუყონებლივ დანიშნოს ახალი არჩევნები.

ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების  გადაწყვეტილების პარალელურად, მოქმედებას არ წყვეტს ევროპარლამენტი.  კიდევ ერთი მძიმე დღე 21-თ იანვარს არის დაანონსებული, როცა ევროპარლამენტში საგანგებო დებატები გაიმართება.   ევროდეპუტატები მოუწოდებენ  ევროკავშირს, არ აღიარონ ოლიგარქის რეჟიმი, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს და თვითგამოცხადებულ პრემიერ კობახიძეს.  მხოლოდ ამ გზას განიხილავს ევროპარლამენტი კრიზისის დასაძლევად.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.