სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს - "პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ მეხუთე პრეზიდენტთან
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს აწარმოებს - ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, თავდაპირველად, აუდიენცია IRI-ის ოფისში გამართა.
მთავარი საკითხი, რაზეც კონგრესმენი ჯო უილსონის მოწვევით ვაშინგტონში ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, ახალი არჩევნები იყო.
როგორც მეხუთე პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დასრულების შემდეგ "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, IRI-ის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.
ესენი არიან მზად იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ახალი არჩევნების მოწყობაში. რაც იქნება საჭირო, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რაც მოგცემს, რომ სამართლიანი იქნება შემდეგი არჩევნები. ამაზე ვიმუშავებთ, მაქვს მათი მზადყოფნა, რომ ყველანაირად დაგვეხმარონ და ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ა
მაზე ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომ ერთად მოვამზადოთ არჩევნები. არამხოლოდ ვისაუბროთ ახალ არჩევნებზე და მის აუცილებლობაზე, არამედ მოვამზადოთ ეს ახალი არჩევნები. მე ვარ ძალიან გახარებული, რომ რესპუბლიკური ინსტიტუტი მზად არის და ჩვენ ვნახეთ მათი ანგარიში არჩევნებზე, რომელიც იყო ძალიან მკაფიო არჩევების გაყალბების შესახებ, მათ აქვთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები და ამით შეიძლება ჩვენ ვიხელმძღვანელოთ'', - ამბობს სალომე ზურაბიშვილი
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. ცერემონიას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება, რომელმაც მოწვევა პირადად ჯო უილსონისგან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო. ცერემონიაზე დასასწრებად მოწვევა "ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ მიუღია.