ბარამიძე: ბრიტანელი დეპუტატების მოთხოვნა შემთხვევითი არ არის - ველოდები, რომ გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ხელისუფლებაც მიიღებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე ფიქრობს, რომ ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატების მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ შემთხვევითი არ არის.
იურისტი ვარაუდობს, რომ ინგლისელი პოლიტიკოსების ინიციატივა თემთა პალატას გასცდება და შესაბამის გადაწყვეტილებას უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლება მიიღებს.
"ოფშორულ ზონებში ივანიშვილსა და მის ახლო გამორეცვასაც ბევრი კომპანია აქვს დაფუძნებული და შესაბამისად, მათზეც გავრცელდება ეს სანქციები" - ამბობს სანდრო ბარამიძე.
ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატების ეს ინიციატივა. უნდა მოველოდეთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებაც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ბრიტანეთის იურისდიქცია ვრცელდება ოფშორული ზონების ცნობილ ადგილებზე, როგორიც არის კეიმანის კუნძულები, ვირჯინიის კუნძულები, სადაც ცნობილია, რომ ივანიშვილსა და მის ახლო გამორეცვასაც ბევრი კომპანია აქვს დაფუძნებული და შესაბამისად, მათზეც გავრცელდება ეს სანქციები", - ამბობს სანდრო ბარამიძე.
გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.