ბრიტანული სანქციები ივანიშვილს - თემთა პალატაში წარდგენილი დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

18.01.25 13:05
ბრიტანული სანქციები ივანიშვილს - თემთა პალატაში წარდგენილი დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ინგლისელი დეპუტატები ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ - ერთ დღეში 18-მდე გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, ვინც თემთა პალატაში წარდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. ბრიტანელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჯეიმს მაკლირის განცხადებას შეუერთდნენ.

გაერთიანებული სამეფოს სანქციები უმკაცრესია. თუ ივანიშვილის გვარი ინგლისის შავ სიაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიგარქს გაეყინება აქტივები, ფინანსური სერვისები, რესურსები და ბაზრებზე წვდომა.  

ქართველი ოლიგარქი ათზე მეტ ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ კუნძულებზე ფლობს, რომლითაც როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც სხვადასხვა კომპანიებს განკარგავს.  მათ შორის, "ქართუ ბანკი" ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის მიერ იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით "ქართუ ბანკი" საერთაშორისო ტრანზაქციებს ვერ განახორციელებს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მილიონობით დოლარს დაკარგავს.