პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ხვდება - იზოლირებული "ოცნების" პრემიერი აზერბაიჯანში ჩავიდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ხვდება - ამ დროს კი ივანიშვილის პრემიერ კობახიძეს დასავლურ სამყაროში არც ერთი ვიზიტი არ ჰქონია.
26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, კობახიძე მეზობელ აზერბაიჯანში ჩავიდა, ზურაბიშვილი კი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასაუბროდ არის წასული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე "პირველებთან" აცხადებს, რომ ეს ორი ფაქტი ცხადყოფს იმას, თუ ვის ცნობს დასავლეთი საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად.
"ქართული ოცნება" არის სრულ იზოლაციაში. მას არ ცნობს არავინ. მის წარმომადგენლებს ხელს არ ართმევს არავინ. საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის ხვდება ყველა, ვინც წამყვან როლს ითამაშებს შეერთებული შტატების ფორმირებაში. ზურაბიშვილი კვლავ რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად მათ თვალში, ხოლო "ქართულ ოცნებას" არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია", - ამბობს სანდრო ბარამიძე.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია IRI-ის წარმომადგენლებთან და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორთან უკვე გამართა.
ასევე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დონალდ ტრამპ უმცორსს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და მომავალ მდივანს, პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა.