"ივანიშვილის ყალბი პროპაგანდა 20 იანვარს ჩამოიშლება" - აქუბარდია

18.01.25 15:16
"ივანიშვილის ყალბი პროპაგანდა 20 იანვარს ჩამოიშლება" - აქუბარდია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრს, თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები დალაგდება, ჩამოიშლება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი რანგის შეხვედრებს დასავლური სამყაროდან აღარ გამართავენ და მმართველ პარტიაზე წნეხი უფრო და უფრო გაძლიერდება. 

ივანიშვილის მთელი ყალბი პროპაგანდა ჩამოიშლება 20 იანვარს, როცა კიდევ ერთხელ ყველა დაინახავს იმას, რომ არანაირი შანსი არ აქვს ივანიშვილს, არამხოლოდ ინაუგურაციაზე ყოფნის სტუმრის რანგში, არამედ მათ შორის იმ მაღალი რანგის შეხვედრების განხორციელების, რომელსაც ზურაბიშვილი მართავდა და გამართვას.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის ილუზიები ბოლომდე იმსხვრევა. საქართველო მიიღებს და იღებს მხარდაჭერას შეერთებული შტატებისგან. კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს, მათ შორის ''ქართული ოცნების'' ის ამომრჩეველი, რომელმაც თუნდაც პროპაგანდის გამო ხმა მისცა მათ, რომ ეს მორიგი ტყუილი იყო და რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ქართველი ხალხის ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერდება, არამხოლოდ სანქციებით, ასევე ამ პროპაგანდის ხაზის მოშლით'', - ამბობს თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია IRI-ის წარმომადგენლებთან და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორთან უკვე გამართა. 

ასევე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დონალდ ტრამპ უმცორსს,  აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და მომავალ მდივანს, პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა.