"ქართული ოცნება" ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით დგას - გალდავა

18.01.25 15:34
"ქართული ოცნება" ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით დგას - გალდავა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა ამერიკის შეერთებულ შტატებში სალომე ზურაბიშვილის მიერ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრეს "პირველებთან" ეხმაურება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ერთ მხარეს აშშ-ში წარმოდგენილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, ხოლო მეორე მხარეს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი "ოცნება" დგას. 

ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური ფიგურა, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის წარმოდგენილი და დაესწრება ინაუგურაციას. ამ ღონისძიებას კონგრესმენების მოწვევით ვესწრებით ჩვენც, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია. აქ თვალნათლივ ჩანს, რომ პარტნიორები ირჩევენ ქართველ ხალხს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არიან პროდასავლელები და არიან ხალხის სამსახურში. მეორე მხარეს კი დგას "ქართული ოცნების" მცირერიცხოვანი წარმომადგენლობა, რომელიც დგას ტერორისტული ორგანიზაციების და ავტორიტარული რეჟიმების გვერდით. დასკვნის გაკეთება მარტივია", - ამბობს ლანა გალდავა. 

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია IRI-ის წარმომადგენლებთან და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორთან უკვე გამართა. 

ასევე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დონალდ ტრამპ უმცორსს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და მომავალ მდივანს, პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა.