"არალეგიტიმური რუსული მარიონეტული რეჟიმი არის აბსოლუტურ საერთაშორისო იზოლაციაში" - სამადაშვილი

18.01.25 17:46
"არალეგიტიმური რუსული მარიონეტული რეჟიმი არის აბსოლუტურ საერთაშორისო იზოლაციაში" - სამადაშვილი

"არალეგიტიმური რუსული მარიონეტული რეჟიმი არის აბსოლიტურ საერთაშორისო იზოლაციაში" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების რეჟიმი კიდე უფრო დამძიმდება და ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიის გადასარჩენად გაიზრდება.

ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს, არალეგიტიმური რუსული მარიონეტული რეჟიმი არის აბსოლუტურ საერთაშორისო იზოლაციაში. მათ არავინ არ ელაპარაკება არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და მათ შორის, ძალიან დიდი ტყუილი იყო ის, რომ ისინი ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად ქმნიდნენ მოლოდინებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩასული არიან ჩემი თანაპარტიელები, ჩასულია სალომე ზურაბიშვილი, ჩასული არიან სხვა შეიძლება ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები, მაგრამ ვერ ვხედავთ ვერცერთ წარმომადგენელს არალეგიტიმური ხელისუფლების. ეს აჩვენებს სწორედ იმას, რომ აბსოლიტურ იზოლაციაში არა მხოლოდ არის ქართული ოცნება, არამედ დარჩება ის ამ იზოლაციაში. ჩვენი ინფორმაციით, სანქციების რეჟიმი კიდე უფრო დამძიმდება და გაიზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიის გადასარჩენად საქართველოში და ეს ყველაფერი აჩვენებს და ადასტურებს ერთ რამეს, რომ სწრაფად უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები" - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია IRI-ის წარმომადგენლებთან და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორთან უკვე გამართა. 

ასევე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დონალდ ტრამპ უმცორსს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და მომავალ მდივანს, პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა.