"რუსული რეჟიმისა და ივანიშვილის სახეა" - კუპრაძე "ძლიერი საქართველოს" ლიდერებზე თავდასხმაზე

18.01.25 17:17
"რუსული რეჟიმისა და ივანიშვილის სახეა" - კუპრაძე "ძლიერი საქართველოს" ლიდერებზე თავდასხმაზე

"ეს არის რუსული რეჟიმისა და ივანიშვილის სახე" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე კოალიციის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ანგარიშსწორების ერთადერთი მოტივი მოქალაქეების დაშინების მცდელობაა.

უბნის შპანაა, რომელიც თავს ესხმის პოლიტიკოს გინებით, ხელში ქვებით და როგორც ვიცი დანით. ეს არის რუსული რეჟიმისა და ივანიშვილის სახე და მეორე სახოვანი პოლიცია, რომელიც თავდამსხმელებს ვითომ ჰკითხავს და შემდეგ მიაცილებს სახლამდე. ცხადია, რომ ამ თავდასხმას არანაირი საფუძველი არ აქვს გარდა ერთისა, რომ დანერგონ შიში, პირველ რიგში, მოქალაქეებში. თუ პოლიტიკოსები არიან თავდასხმის ქვეშ, თქვენ უფრო დიდი რისკის ქვეშ იქნებით. ეს არის სასაცილო, რადგან ამ შიშს საქართველოს მოქალაქეზე არ უმუშავია'', - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბთან პროვოკატორები მიაგზავნეს.  როგორც პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს უცნობი პირები დახვდნენ, რომლებიც დანითა და ქვებით იყვნენ აღჭურვილები.

ვიდეოკადრებში, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს, რომ ერთ-ერთი პროვოკატორი ადგილზე მყოფ მეორე პირს თავს ესხმის და ქვას ესვრის. 

"ბუაძე, დედას მოგ****ავ" - ისმის ვიდეოში.