"ერთს დანა ჰქონდა, ქვებიც გვესროლეს" - "ლელოს" წევრი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს
ახალი დეტალები საბურთალოზე მომხდარი ჯგუფური თავდასხმის შესახებ - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი "პირველებთან" ანგარიშსწორების ქრონოლოგიას იხსენებს.
რამაზ მანდარია ყვება, რომ თავდაპირველად, პოლიტიკური გაერთიანების ოფისში შეხვედრა მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამოსვლის დროს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
"ერთს დანა ჰქონდა, ქვებიც გვესროლეს" - ამბობს რამაზ მანდარია, რომელსაც პროვოკატორები გაუსწორდნენ.
შტაბში იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, მე და საბა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მივდიოდით. ორი პიროვნება მოდიოდა და შეიგინეს საბას მიმართულებით. მე ვუთხარი, რატომ იგინებით, რა წესია-მექთი შეგინება. მოვიდნენ და დაიწყეს, რატომ და იმიტომ რომ საგინებლები ხართ და ეგეთი ლაპარაკი. მერე მოხდა ჩხუბი, ერთს დანა ჰქონდა, გაშალა, ქვებიც გვესროლეს. პოლიციისაგან არ ყოფილა რეაქცია", - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბთან პროვოკატორები მიაგზავნეს. როგორც პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს უცნობი პირები დახვდნენ, რომლებიც დანითა და ქვებით იყვნენ აღჭურვილები.
ვიდეოკადრებში, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს, რომ ერთ-ერთი პროვოკატორი ადგილზე მყოფ მეორე პირს თავს ესხმის და ქვას ესვრის.
"ბუაძე, დედას მოგ****ავ" - ისმის ვიდეოში.