"ოცნების" დეპუტატი უნივერსიტეტის რექტორად - ტიტე აროშიძეს ბსუ-ს ხელმძღვანელობა უნდა
"ქართული ოცნების" დეპუტატი უნივერსიტეტის რექტორად - ტიტე აროშიძეს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უნდა.
ივანიშვილის პარტიის წევრმა საკონკურსო განაცხადი უკვე შეავსო. მას ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთი კონკურენტი, არჩილ გუჩმანიძე ეყოლება.
ახლა მათი ბადი 11-კაციანმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც არჩევნებს 21 იანვარს ჩაატარებს.
- აროშიძე დღემდე აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრია. საზოგადოებას კი თავი რუსული კანონის გულმხურვალე მხარდაჭერით დაამახსოვრა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები "პირველებთან" აცხადებენ, რომ რექტორად პოლიტიკური ფიგურის დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელი.
არის ხელისუფლების კანდიდატურა. ყველა ხელისუფალს მსხივ ინსტიტუციებში უნდა, რომ თავისი კანდიდატურა ჰყავდეს. მეორე კანდიდატურა არასამთავრობოს წარსულიდან მოდის. მისი შანსები ნულოვანია", - ამბობს გიორგი მასალკანი.