პრეზიდენტი: ჩვენ გვაქვს დიდი პორტები შავ ზღვაზე, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს - ეს არის დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობის გეგმებში
ჩვენ გვაქვს დიდი პორტები შავ ზღვაზე, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს - ეს არის დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობის გეგმებში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ომის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ასევე ეხება შავ ზღვას, და მათი მცდელობა, გააყალბონ არჩევნები რუმინეთსა და მოლდოვაში, ასევე შავი ზღვის ინტერესებზეა მიმართული.
საფრთხე ეხება არა მხოლოდ კავკასიას - ეს შავი ზღვის საკითხიცაა. რუსეთის აგრესიული ომის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ასევე ეხება შავ ზღვას, და მათი მცდელობა, გააყალბონ არჩევნები რუმინეთსა და მოლდოვაში, ასევე შავი ზღვის ინტერესებზეა მიმართული. ეს ძალიან სტრატეგიული ზღვაა აშშ-ის ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი პორტები შავ ზღვაზე, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს - ეს არის დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობის გეგმებში. ეს არის მნიშვნელოვანი ამერიკული ინტერესები, ევროპულ ინტერესებთან ერთად, რომლებიც საფრთხის ქვეშაა ამ რეგიონში"- თქვა ზურაბიშვილმა.