საქართველო ამ სერიოზული კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვა - როთი
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს შესახებ წერს და დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ სერიოზული კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვა.“
“თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და ევროპისთვის წარმატებული იქნება“, - წერს როთი.
რთული იყო დამშვიდობება! საქართველოში ჩემი ბოლო მოგზაურობის შემდეგ უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე: საქართველო ამ სერიოზული კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვა. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და ევროპისთვის წარმატებული იქნება. თქვენ მაჩვენეთ, როგორ დავძლიო შიში. და მაჩვენეთ ბევრი სიყვარული“,- წერს როთი.