შეხვედრებზე ძალიან ზუსტად გადასცემდა ზურაბიშვილი მთავარ გზავნილს - რას ამბობს ოპოზიცია პრეზიდენტის ინტერვიუზე

19.01.25 16:08
შეხვედრებზე ძალიან ზუსტად გადასცემდა ზურაბიშვილი მთავარ გზავნილს - რას ამბობს ოპოზიცია პრეზიდენტის ინტერვიუზე

Fox News-თან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინტერვიუს, სადაც ზურაბიშვილმა დონალლდ ტრამპს ღიად უთხრა, რომ რუსეთის პირისპირ საქართველო მარტო არ უნდა დატოვოს, რადგან არახმოლოდ საქართველოს სჭირდება ამერიკა, შტატებსაც სჭირდება საქართველო, ოპოზიციაში მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ამაზე ხაზგასმა იყო ძალიან სწორი იყო.

პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ “შეხვედრებზე ძალიან ზუსტად გადასცემდა სალომე ზურაბიშვილი იმ მთავარ გზავნილს, რაც არის სწორედ სტრატეგიული ურთიერთობებისთვის.“

შეხვედრებზე ძალიან ზუსტად გადასცემდა სალომე ზურაბიშვილი იმ მთავარ გზავნილს, რაც არის სწორედ სტრატეგიული ურთიერთობებისთვის, რატომ არის საქართველო მნიშნელოვანი, როგორც შავი ზღვის რეგიონი, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი პოლიტიკურად, მორალურად, ყველანაირი არგუმენტი არსებობს ამისთვის, ამას სჭირდება სწორი პოლიტიკური ნება.

მაშინ როცა, სავარაუდოდ, ტრამპს ექნება კომუნიკაცია პუტინთან, ასეთი გზავნილები მისთვის, საქართველოს ინტერესების დაცვა და რუსეთისგან საქართველოს დაცვა, ეს არის უმთავრესი ამოცანა,- ამბობს გიგი წერეთელი.

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, “ის რომ საქართველოს სჭირდება ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გასაგებია, მაგრამ ამერიკასაც სჭირდება საქართველო“.

ის რომ საქართველოს სჭირდება ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გასაგებია, მაგრამ ამერიკასაც სჭირდება საქართველო, იმ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში, რომელშიც ამერიკა დგას წლებია, როგორც საკვანძო გეოპოლიტიკური შავი ძღვის აუზი და ამაზე ხაზგასმა იყო ძალიან სწორი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. იგივე კონტექსტი არის შავი ზღვის აუზი, სატრანსპორტი გზა, რომელიც საქართველოზე გადის. ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთან, რომელიც ახლახან გააფორმეს, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში ტრამპის ინაუგურაციამდე შტაბებში მიმდინარე შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში“.

სალომე ზურაბიშვილმა Fox News-თან ამერიკა-საქართველოს 30 წლიან ურთიერთობებზე ისაუბრა.