ყოფილი მაღალჩინონები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილმა Fox News-თან ინტერვიუში სწორი აქცენტები გააჟღერა

19.01.25 17:51
ყოფილი მაღალჩინონები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილმა Fox News-თან ინტერვიუში სწორი აქცენტები გააჟღერა

რა მნიშვნელობა აქვს სალომე ზურაბიშვილისს ვიზიტს ვაშინგტონში? -ახლა როცა ამერიკაში 
მუშაობას პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია იწყებს, საჭიროა, ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე თეთრ სახლამდე სწორი გზავნილები მივიდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინონები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილმა სწორი აქცენტები გააჟღერა ფოქს ნიურის ეთერში, როცა თქვა, რომ “არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ამერიკა, არამედ შტატებსაც სჭრიდება საქართველო.“

ანალიტიკოსების შეფასებით, ახლა „ოცნებას“ უფრო მეტად გაუჭირდება ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის გაღრმავება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური მესიჯების გაცვლა-გამოცვლა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი, დავით სიხარულიძე სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი შენარჩუნდება და გაგრძელდება.

ფორმირების პროცესი, რომელიც გარკვეული პერიოდი გრძელდება, სწორედ ყურადღებას მოითხოვს, ამ დროს მნიშნელოვანია რომ ჩვენი საკითხები არ იყოს გვერდით გადადებული, ნაკლები ყურადღების ქვეშ. ამ კუთხით ეს ვიზიტი ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანია. სახელმწიფოს მიტაცება, კლეპტოკრატია, ძალაუფლების ხელში ჩაგდება არალეგიტიმური მთავრობის მიერ ესეც რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილება და ვფიქრობ ამ საკითხის სწორი აღქმაა.

დარწმუნებული ვარ მხარდაჭერა შენარჩუნდება და გაგრძელდება და ის პროპაგანდა, რომ ახალ ადმინისტრაციას აღარ ექნება ინტერესი სრული აბსურდია“,- ამბობს სიხარულიძე.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, თორნიკე გორდაძე მიიჩნევს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თვითონ რესპუბლიკური პარტიის შიგნით, როგორ მოხდება ძალთა გადანაწილება და რა ძალები იმძლავრებენ საქართველოს თემაზე.

მნიშნელოვანია, რომ არანაირი პირი არ უჩნას, “ოცნებას“ ჰქონდეს სერიოზული პოზიციები ვაშინგტონში და ვინმე მათ აქტიურად უჭერდეს მხარს ერთი და მეორე, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თვითონ რესპუბლიკური პარტიის შიგნით, როგორ მოხდება ძალთა გადანაწილება და რა ძალები იმძლავრებენ საქართველოს თემაზე. ჯერჯერობით, ჯო უილსონი აქტიურობს და ამ ადამიანმა, ამ მოკლე პერიოდში, ბევრი რამ შეძლო იმისთვის, რომ დაენახვებინა მომავალი ადმინისტრაციისთვის, როგორი სიტუაციაა საქართველოში, რა ინტერესები აქვს აშშ-ს და როგორ უნდა მოიქცეს საქართველოში“,- აცხადებს თორნიკე გორდაძე.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება.