სამაშველო ოპერაცია უტას სახელით - ბიძინა ივანიშვილმა სანქცირებისთვის მისი შვილებიც გაწირა?!

19.01.25 20:24
სამაშველო ოპერაცია უტას სახელით - ბიძინა ივანიშვილმა სანქცირებისთვის მისი შვილებიც გაწირა?!

ბიძინა ივანიშვილმა სანქცირებისთვის მისი შვილებიც გაწირა. ექსპერტები, რომლებიც წლებია ამერიკის სანქცირების პოლიტიკას აკვირდებიან, ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქონების გადამალვის საშუალებას არავის მისცემს.

“შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად,  31 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა ახალი ჰოლდინგი დააფუძნა. სასწრაფო წესით, 3 საათში რეგისტრირებული კომპანია ოლიგარქს სავარაუდოდ ქონების გადასამალად სჭირდება.

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, არჩილ მამაცაშვილი ერთ-ერთია, რომლის გვარიც უტა ივანიშვილის დაფუძნებული ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს  მმართველებს შორის გვხვდება. თუმცა არჩილ მამაცაშვილმა და სამეთვალყურეო საბჭოს არც  სხვა წევრებმა არ იციან, რა საქმიანობისთვის შექმნა უტა ივანიშვილმა ახალი ჰოლდინგი.

შაბათის საგამოძიებო რეპორტაჟი პოლიტიკოსებისთვის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილი საკუთარი დოვლათის გადარჩენას ცდილობს, თუმცა, ფიქრობენ, რომ ივანიშვილს ეს ძალაუფლების შენარჩუნების პარალელურად არ გამოუვა.

შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ივანიშვილი  სანქციებისთვის გვერდის ასავლელად დასანქცირებამდე ემზადებოდა, ახლა კი საკუთარი ფულის გადასამალად, სამაშველო ოპერაციას უტას სახელით ახორციელებს.

ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ახლა არჩევანი აქვს გასაკეთებელი. უმკაცრესი სანქციები თუ ხელახალი არჩევნები. თუ უკან არ დაიხევს, ჭავჭავაძის 39 ა ნომერში რეგისტრირრებული ჰოლდინგი ივანიშვილს სანქცირების განსაცდელისგან ვერ იხსნის.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.