საქართველოში რუსეთს, გაყალბებული არჩევნებით, მართვის სათავეში მარიონეტული რეჟიმი მოჰყავს - პრეზიდენტის გზავნილი აშშ-დან
“საქართველო ხვალ შეიძლება იყოს ამერიკის დიდი წარმატება, ან შეიძლება იყოს დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში“ - ეს განცხადება "ფოქს ნიუსის" ეთერში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
პრეზიდენტმა ამერიკელ მაყურებელს უთხრა, რომ საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში რუსეთი ახალ სტრატეგიას ცდის, გაყალბებული არჩევნებით სახელმწიფოს მართვის სათავეში მარიონეტული რეჟიმი მოჰყავს. ეს მოხდა საქართველოში 26 ოქტომბერს და ამ მოცემულობაში ზურაბიშვილს ტრამპისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
ვაშინგტონში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგრაციაზე დასასწრებად ჩასული საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ყველგან ქართველი ხალხის 53- დღიან დაუღალავ ბრძოლაზე საუბრობს.
“საქართველოს ამერიკის მხარდაჭერა, ხოლო შტატებს პირიქით, ძლიერი საქართველო სჭირდება კავკასიის რეგიონში“, - ამბობს ის.