პროტესტის 53-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

19.01.25 22:05
პროტესტის 53-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროტესტის 53-ე დღე - ახალი არჩევნების დანიშვნის და სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი დღესაც ქუჩაშია. რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. 

აქციის მონაწილეთა ნაწილი დედაქალაქის მთავარ გამზირზე შოთა რუსთაველის ძეგლთან დაიძრა.

პროტესტია საქართველოს რეგიონებში. მოთხოვნაა ყველგან იდენტურია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.