დათო სიმონია აქციაზე დაკავებული მეგობრის მხარდასაჭერად ზაჰესის იზოლატორთან მეშვიდე ღამეა ზის

19.01.25 22:26
დათო სიმონია აქციაზე დაკავებული მეგობრის მხარდასაჭერად ზაჰესის იზოლატორთან მეშვიდე ღამეა ზის

დათო სიმონია აქციაზე დაკავებული მეგობრის მხარდასაჭერად ზაჰესის იზოლატორთან მეშვიდე დღეა ზის.

ზვიად რობაქიძე რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა.

„მეგობარი ციხეში, მე ციხესთან - სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ - წერია სიმონიას ბანერზე

სოციალურ ქსელში დათო წერს, რომ იზოლატორთან უცნობებიც აკითხავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ მხარდაჭერას.

“მე-7 დღე ზაჰესის იზოლატორთან.

ისევ ბევრი ხალხი იყო. ძალიან მცხვენია, ყველა სტუმარს თანაბარ ყურადღებას რომ ვერ ვაქცევ. შორიდან მოდიან, წვიმაში მიდგანან და ზოგს წესიერადაც ვერ ვეცნობი. ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ყველას სახე მახსოვს და სადაც გნახავთ, იქ ჩაგიკრავთ.

აბა, თუ გამოიცნობთ, წვიმის სუსხს ხალხი რითი მიმსუბუქებს? - ღომით და ხარჩოთი, ხალხნო. ზაჰესში, ქუჩაში, იზოლატორის წინ შემიძლია ცხელ-ცხელ ღომს ხარჩო მოვასხა და გავთბე. ნეტა ამ თანადგომას გადავურჩებოდე.

გადით საზმაუსთან და მერე რუსთაველზე. ცივა, მაგრამ გასათბობად ან ბრაზი გამოიყენეთ, ან - მზრუნველობა. გემოვნების მიხედვით.” - წერს დათო სიმონია ფეისბუქზე.