შენი თავისუფლება ჩვენი ბრძოლაა - დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი დაბადების დღეს ულოცავს

19.01.25 23:20
შენი თავისუფლება ჩვენი ბრძოლაა - დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი დაბადების დღეს ულოცავს

სინდისის პატიმრის ანრი კვარაცხელიას ცოლი, ქმარს დაბადების დღეს ულოცავს. "გილოცავ გმირო! შენი თავისუფლება ჩვენი ბრძოლაა" - წერია ბანერზე, რომელიც ნუცა ერემიანმა რუსთაველის გამზირზე მიიტანა. 

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლას ედავება. 

ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ნუცა ერემიანი პოლიციის მხრიდან ძალადობას იხსენებს.

ნუცა ერემიანი ამბობს, რომ პოლიცია მათ სახლში ძალადობრივად შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა არა მარტო ანრი კვარაცხელიას, არამედ დაკავებულის დას და მეუღლეს.

მსგავსი სიახლეები