კობახიძე: წარმატებებს ვუსურვებთ ტრამპს "დიფ სთეითის" დამარცხებაში
ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის "დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმა განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის".
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა "დიფ სთეითთან" პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეიწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბოთ გასული ოთხი წლის მანძილზე.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები, ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი"- თქვა კობახიძემ.