"ელჩის ადგილი საჩუქრად მლიქვნელობისთვის" - ოპოზიცია გაბუნიას დაწინაურებაზე

11.09.21 14:00
"ელჩის ადგილი საჩუქრად მლიქვნელობისთვის" - ოპოზიცია გაბუნიას დაწინაურებაზე

ელჩის ადგილი საჩუქრად - ასე აფასებენ ოპოზიციაში, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას ესპანეთში ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილებას. 

გამოცდილი დიპლომატი, სალომე სამადაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ გაბუნიას არანაირი დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს. 

მას არც დიპლომატიური და არც ბიზნესგამოცდილება აქვს, რომ ეკონომიკურ კავშირებზე იყოს საუბარი. ჩემთვის გაუგებარია, რა შეიძლება გააკეთოს მან თუნდაც არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი გამოხატულება იმისა, რომ დიპლომატიური სამსახური "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ დააკნინა. სისტემაში მომუშავე ადამიანებს არ აქვთ არანაირი მოტივაცია, სამსახურეობრივი მოვალეობების კარგად შესრულებისთვის. რიგით დიპლომატს, რომელიც დღეს სამსახურში მუშაობს, როგორც ჩანს, წინსვლის პერსპექტივა არ აქვს"- აცხადებს სამადაშვილი. 

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე კი აღნიშნავს, რომ გაბუნია პოსტზე "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალობის გამო დანიშნეს: 

მას მლიქვნელური პოლიტიკა ჰქონდა მმართველი პარტიის მიმართ. ახლა ის პარტიულ ინტერესებს აღარ ემსახურება, მოიმსახურეს და ახლა, საპატიო პენსიაზე გაუშვეს"- თქვა კალანდაძემ. 

მისი თქმით, ქვეყანას საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია. 

"დიპლომატიური სამსახური ფრაქტიკულად გადაიქცა "ქართული ოცნების" ელიტებთან დაახლოებული ნათესავებისა და მეგობრებვის დასაქმების ბუიუროდ"- აღნიშნავს კალანდაძე.