დაკავებული რეჟისორის გზავნილი სასამართლოდან და მიმართვა "ოცნებას" - "არ გაღიარებთ"
დაკავებული რეჟისორის პროტესტი საქალაქო სასამართლოს დარბაზში - "არ გაღიარებთ" უთხრა ნიღბის ტარების გამო დაკავებულმა გურამ მაცხონაშილმა ქართულ ოცნებას, მის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პარლამენტს და მინისტრებს.
"არ მაქვს რწმენა იმ სამართლის, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს"- თქვა დაკავებულმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩემთვის თავისთავად არის არალეგიტიმური წარმომადგენელი, იმიტომ რომ არ ვაღიარებ. არ ვაღიარებ ამ მთავრობის მიერ დანიშნულ მინისტრებს... მე არ შემეძლო ნიღბის მოხსნა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი იქ ყოფნის საფუძველი სწორედ ეგ იყო. თუ გავყვებით პოლიციელთა ქცევის ლოგიკას, მათი მოთხოვნა იყო, მომეხსნა (ნიღაბი) რომ ვყოფილიყავი იდენტიფიცირებადი. რამდენჯერმე მოვიხსენი, სახელი და გვარიც ვუთხარი. არ მქონდა იმის განზრახვა, რომ სახე დამემალა. როცა ამან სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა, როცა ამის დრო და ადგილი იყო, მაშინ გავიკეთე ხელსახვევი"- თქვა რეჟისორმა.
ეს ის ახალგაზრდა რეჟისორია, ვინც პოლიციამ თემქაზე პროტესტის გამოხატვის გამო ხუთ მეგობართან ერთად დააკავა.
დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ჯარიმით გაათავისუფლებენ რეჟისორს თუ 15 დღიან პატიმრობაში გაუშვებენ.