"ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა" - ჯო უილსონი

20.01.25 20:20
"ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა" - ჯო უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ამერიკელი კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა და საქართველო თავისუფალი იქნება".

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვმასპინძლობ ბოლო დღეების განმავლობაში და დღეს ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება. ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა. საქართველო იქნება თავისუფალი", - წერს უილსონი.