უილსონი კობახიძეს პასუხობს: "ივანიშვილის მარიონეტი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არ არის"

21.01.25 10:03
უილსონი კობახიძეს პასუხობს: "ივანიშვილის მარიონეტი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არ არის"

ვანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერმინისტრი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არ არის - ასე აფასებს კონგრესმენი ჯო უილსონი ირაკლი კობახიძის წერილს. 

ამერიკელი მაღალჩინოსანი X-ზე წერს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ს მეგობარი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდა. 

"ივანიშვილის არალეგიტიმური, მარიონეტი პრემიერმინისტრი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არ არის. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკია და აშშ-ის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი სალომე ზურაბიშვილი იყო ინაუგურაციაზე" - წერს უილსონი.

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვეული არ იყო,  X-ზე წერილს აქვეყნებს სადაც წერს: 

ჩემი გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ტრამპს აშშ-ს მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები. გისურვებთ ყველანაირ წარმატებას ამ გადამწყვეტ გზაზე"- აღნიშნულია წერილში.