ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს

21.01.25 10:12
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს

"საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება" - ეს არის დებატების თემა, რომელიც ევროპარლამენტში დღეს, 21 იანვარს გაიმართება.

დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.

ცნობილი ხდება ისიც, რომ  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება.