თავისუფლება მზია ამაღლობელს - ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

21.01.25 11:50
თავისუფლება მზია ამაღლობელს - ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ჟუტნალისტების აქცია ბათუმში - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობლის კოლეგები არიან შეკრებილები. 

აქციის მონაწილეები კარლო კაციტაძის უწყებისგან ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი უსწრაფესად გამოიძიონ. 

ჟურნალისტების მოთხოვნაა, ძალადობაში მხილებულ პოლიციელს უფლება-მოსილება შეუჩერდეს. 

უნდა შეწყდეს მზია ამაღლობელის მიმართ დევნა და უნდა გათავისუფლდეს - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები. 

მზია ამაღლობელის მიმართ, ირაკლი დგებუაძემ ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა. ჟურნალისტი იყო დამცირებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი. სახელმწიფო უწყების, ამ შემთხვევაში პოლიციის შენობაში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ეს გამოძიება სწრაფ რეჟიმში უნდა წარიმართოს“, - აცხადებენ ჟურნალისტები.

ჟურნალ „ბათუმელების“  დამფუძნებლის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობაში მხილებული ირაკლი დგებუაძე კარლო კაციტაძის უწყებას  ამ დრომდე არ გამოუკითხავს. 

ბათუმის პოლიციის შეფი, რომელსაც  რეჟიმის პატიმარი  ჟურნალისტი  არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს, ისევ თანამდებობაზე რჩება.