21 იანვარი „ჯაკოს" გარდაცვალების დღეა
21 იანვარი "ტვ პირველისთვის" მძიმე დღეა - დღეს ჩვენი ტელეკომპანიის გამორჩეული ჟურნალისტის და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის იგივე „ჯაკოს" გარდაცვალების დღეა.
ლევან ჩხაიძე "ტვ პირველის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, რეპორტიორი და წამყვანი იყო. მაყურებელს თავი გამორჩეული რეპორტაჟებით და ცხელ წერტილებში მუშაობით დაამახსოვრა. "ჯაკო" 2019 წლის 21 იანვარს გადაიცვალა. მის საფლავზე დილიდან მისი მეგობრები, თანამშრომლები და ოჯახის წევრები მიდიან.