გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილს პასუხობს
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ადვოკატის მიერ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
როდესაც მიმართავთ შვეიცარიას კერძო პირზე ინფორმაციის გამოთხოვნაზე ამას უნდა მიაყოლოთ ელემენტარული დასაბუთება - ეუბნება ივანიშვილს მისი გარემოცვის ყოფილი წევრი.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ბანკმა ივანიშვილის პროკურატურას დოკუმენტაცია არ მიაწოდა, ის არის, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე "შეკერილია".
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, შვეიცარია არასოდეს გახდება ივანიშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი:
ამ კაცს ნორმალური იურისტიც არ დარჩა გარშემო რომ აუხსნას - როდესაც მიმართავთ შვეიცარიას კერძო პირზე ინფორმაციის გამოთხოვნაზე ამას უნდა მიაყოლოთ ელემენტარული დასაბუთება. თქვენს შემთხვევაში მიმართვა იყო განხორციელებული ისე ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში შვეიცარიამ არ მოგაწოდათ არანაირი დოკუმენტი. აქ დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია არაფერ შუაშია. აქ საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვითი ქმედებების მხილებასთან და ხელის არ შეწყობასთან შვეიცარია და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი"- აცხადებს ბაჩიაშვილი.