სანქციების პანიკური შიში-ოლიგარქის სპეცოპერაცია ქონების გადასარჩენად გრძელდება
ამერიკული სანქციებით შეშინებული ბიძინა ივანიშვილი, მისი ქონების გადარჩენას საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიებით ცდილობს. დღეს 21 იანვარია, ამერიკას 47 პრეზიდენტიც ჰყავს და ტრამპიც უკვე თეთრ სახლშია. თუმცა ივანიშვილის დოკუმენტებით დასტურდება, რომ ის ისევ, ამერიკული სანქციების შიშით, ქონების გადამალვას ცდილობს.
არადა რეჟიმი ამტკციებდა, რომ 20 იანვრს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მათი პრობლემები მოგვარდებოდა. როგორც ჩანს, ტრამპის მოსვლის შემდეგ “ოცნება“ კიდევ უფრო მეტ სანქციას ელოდება და ქონების ევაკუაცია გამოაცხადა.
საგამოძიებო ბიურომ აღმოაჩინა, რომ 20 იანვარს, ბიძინა ივანიშვლის მეუღლის სახელზე ახალი, სააქციო საზოგადეობა დაარეგისტრირეს, სასწრაფო წესით კომპნია ერთ დღეში შექმენს, ლუსოლის აქციების 100 პროცენტსაც ივანიშვილის მეუღლე ფლობს. ოფშორულ ზონაში სწორედ მის სახელზეა საპარტნიორო ფონდის ქვეშ განთავსებული ყველა ქონება. მათ შორის ვაკის ცათამბჯენები, გალერეა თბილისი და ჰესების ბიზნესი. სავარაუდოდ, ახალი კომპანია სწორედ ამ ოპერაციების დასასრულებლადაა საჭირო.
ბიძინა ივანიშვილის ქონების გადარჩენის სპეცოპერაცია 31 დეკემბერს დაიწყო. ოფშორებიდან მილიარდების გადმოტანა რამდენიმე საათში მოახერხეს. ოლიგარქის გეგმაა საქართველოში, სადაც ყველაფერს აკონტროლებს, დაიცვას მისი ფული. მაგრამ ესეც გაუჭირდება. ივანიშვილი საერთაშორისო ფინანსურ ველზე უკვე პერსონა ნონ გრატადაა მიჩნეული და მასთან საქმის დაჭერა არავის უნდა.
უფრო ვრცლად ამ თემაზე ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟიდან შეიტყობთ.