ევროპარლამენტში მორიგი დებატებისთვის ემზადებიან - სტრასბურგში “საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” იმსჯელებენ

21.01.25 20:45
ევროპარლამენტში მორიგი დებატებისთვის ემზადებიან - სტრასბურგში “საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” იმსჯელებენ

ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია სტრასბურგი, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოზე მორიგი დებატებისთვის ემზადებიან.

ეს იქნება მნიშვნელოვანი დებატები იმ რეზოლუციის მიღების წინ, რომელიც ევროპელმა დეპუტატებმა თებერვალში უნდა დაამტკიცონ. უკვე ცნობილია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად მოითხოვს ოლიგარქის რეჟიმის დასანქცირებას, როგორც ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს რეჟიმის ანტიევროპული კურსის შესაჩერებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად.

აირჩევს თუ არა ევროპაც ამერიკის გზას - ევროპარლამენტარების მთავარი მოთხოვნაა დასანქცირდეს რეჟიმი. სტრასბურგი ევროკავშირისგან მოქმედებას ითხოვს. მათ შორის წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალურ სანქციებს. რაც შეიძლება ძლიერი წნეხი ოლიგარქზე - ეს არის დღეს ის ფორმულა, რომელიც რეჟიმს შეაჩერებს და ახალი არჩევნების ჩანიშვნას აიძულებს. 

ვრცლად ევროპარლამენტის დებატებზე ინა ცარციძე გვიყვება.