ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა ევროკავშირს, რომ გაყინონ ივანიშვილის ყველანაირი აქტივი - “პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ მაკალისტერთან

21.01.25 20:53
ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა ევროკავშირს, რომ გაყინონ ივანიშვილის ყველანაირი აქტივი - “პირველების“ ექსკლუზიური ინტერვიუ მაკალისტერთან

 

 

ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა ევროკავშირს, რომ გაყინონ ივანიშვილის ყველანაირი აქტივი, რომელიც მას ევროკავშირში აქვს, მისი როლის გამო, პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებაში- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა “პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მაკალისტერმა ჩვენთან საუბარში ის ძირითადი საკითხები დაასახელა, რომელსაც ევროპარლამენტში, დებატების დროს განიხილავენ.

მაკალისტერი პირდაპირ ამბობს, რომ მათ ექნებათ რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, რომელიც უკვე გააჟღერეს ნოემბერში და ასევე დაამტკიცებენ რეზოლუციაში, რომელიც  თებერვალში დამტკიცდება და მთავარი მოთხოვნა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა.

ამასთან, მაკალისტერი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ევროკავშირი არ აღიარებს და ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, რომელიც უახლოესი 1 წლის განმავლობაში განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

როცა საქმე ეხება სანქციებს, რეზოლუციით, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ 28 ნოემბერს, ევროპარლამენტმა დაგმო არჩევნების შედეგები, რომელიც არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ჩვენ ვხედავთ მკაფიო დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, რომელზეც სრულად პასუხისმგებელი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა“. ამ რეზოლუციაში პარლამენტმა უარყო ნებისმიერი აღიარება საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიო, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, უახლოესი 1 წლის განმავლობაში, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, დამოუკიდებელი ადმინისტრაციის მიერ.

რეზოლუციით ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კოდექსის დარღვევაში და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაში. ეს ასევე მოიცავს სანქციებს პრემიერ ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, პარლამენტის თავმჯდომარის და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

საბოლოოდ, ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა ერთიან გადაწყვეტილებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა საქართველოში მკაფიოა. მე, როგორც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი, გადავცემ მამაც ქართველებს, რომლებიც ქუჩაში ყოველდღიურად გამოდიან, რომ თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენთან ვართ.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ მკაცრად გაწყვიტონ ევროკავშირის დონეზე ყველა პოლიტიკური კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს ერთი წლის თავზე, რადგან ის არ ჩატარებულა სათანადოდ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა ევროკავშირს, რომ გაყინონ ივანიშვილის ყველანაირი აქტივი, რომელიც მას ევროკავშირში აქვს, მისი როლის გამო პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებაში. ესეც თავის თავში გულისხმობს, რომ უნდა მოაშოროს საქართველოს რუსული ინტერესები. მე საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ და ვხედავ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა იყვნენ რუსული გავლენის ნაწილი, მათ არ უნდათ იყვნენ კრემლის წნეხის ქვეშ. მათ უნდათ ევროკავშირში. ჩვენ ვხედავთ ძალიამ მკაფიოდ კურსის ცვლილებას მმართველი პარტიისგან და ეს ასევე მოიცავს მოსკოვისგან დისტანცირებას და ევროკავშირის დღის წესრიგში ყოფნას“, - განაცხადა მაკალისტერმა.