ივანიშვილის სანქციების აისბერგის ჯერ მხოლოდ წვერს ვადევნებთ თვალს - ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის სანქციების აისბერგის ჯერ მხოლოდ წვერს ვადევნებთ თვალს.
როგოც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის რომ ივანიშვილი აჩქარდა და საქართველოში „ყველაფრის გადმობინავება“ დაიწყო, პანიკური გამოვლინებაა.
ივანიშვილის სანქციების აისბერგის ჯერ მხოლოდ წვერს ვადევნებთ თვალს, ის აჩქარდა, პანიკური გამოვლინებაა. საქართველოში ამ ყველაფრის გადმობინავება. ვერც გადმოაბინავებს, ტყუილად არ უჩივის იმ შვეიცარულ ბანკს, მისი მნიშვენლოვანი ფინანსური რესურსი, ეს არ არის შენობა-ნაგებობები, ეს არის ნაღდი ფული, რომელიც არის გაშეშებული და გაყინული.
არ არსებობს, რომ საქართველოში, მაგნიტსკის სიაში შესული ადამიანები იყვნენ, 100-ზე მეტი დასანქცირებული და დონალდ ტრამპის და ახალ ადამინისტრაციას გაუჩნდეს მწველი სურვილი, რომ ივანიშვილთან დაიწყონ მსჯელობა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.