ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში პულსზე უჭირავთ ხელი იმასთან დაკავშირებით, რას სჩადის ივანიშვილის რეჟიმი - ალექსი პეტრიაშვილი
ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში პულსზე უჭირავთ ხელი იმასთან დაკავშირებით, რას სჩადის ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა “ივანიშვილის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ტრამპმა დაივიწყოს საქართველო, არ იყოს მის რადარზე“.
ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში პულსზე უჭირავთ ხელი იმასთან დაკავშირებით, რას სჩადის ივანიშვილის რეჟიმი. ის მე მგონი არც ელოდებოდა და არც ახლა ელოდება, ამ რეჟიმის აღიარებს და ლეგიტიმაციას, ახლა მისი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ტრამპმა დაივიწყოს საქართველო, არ იყოს მის რადარზე, თუმცა აქაც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. სალომე ზურაბიშვილი ახლაც მართავს შეხვედრებს და კიდევ გამართავს და ჰქონდა საინტერესო შეხვედრები და კონტაქტები. ეს უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველო არ დაიკარგოს საკითხების უზარმაზარ ნუსხაში“, - ამბობს პეტრიაშვილი.