თუ ეს ბრძოლა წარმატებით არ დამთავრდა, შესაძლოა, ქვეყანა აღმოჩნდეს იმ სანქციების ღობის მიღმა, რომელიც ჩამოაქცევს ეკონომიკას- ხიდაშელი

21.01.25 22:54
თუ ეს ბრძოლა წარმატებით არ დამთავრდა, შესაძლოა, ქვეყანა აღმოჩნდეს იმ სანქციების ღობის მიღმა, რომელიც ჩამოაქცევს ეკონომიკას- ხიდაშელი

ის რომ ქვეყნის სანქცირება არ ხდება და ხდება კონკრეტული ადამიანების, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ და თუ ეს ბრძოლა წარმატებით, თავისი ლოგიკური დასასრულით არ დამთავრდა, შესაძლოა, ქვეყანა აღმოჩნდეს სანქციების ღობის მიღმა.

ის რომ ქვეყნის სანქცირება არ ხდება და ხდება კონკრეტული ადამიანების, მოძალადეეების, კორუმპირებული ადამიანების, ადმიანების წამების ბრძანების გამცემების, კორუმპირებული ოლიგარქების, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რომ ქვეყანა შევინარჩუნოთ. თუ გაჩნდა განცდა, ახლა განსაკუთრებით, ამდენი სანქციების შემდეგ, ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, თუ ეს ბრძოლა წარმატებით, თავისი ლოგიკური დასასრულით არ დამთავრდა, შესაძლოა, ქვეყანა აღმოჩნდეს იმ სანქციების ღობის მიღმა, რომელიც ჩამოაქცევს ეკონომიკას. 

ამ ქვეყანაში დიქტატურა არ გამოდის, ჩვეულებრივ ვითარებაში ხალხი იღლება, ხან არჩევნებზე არ მოდის, ნაგავს არ გადაყრის, მაგრამ როდესაც საფრთხე ჩნდება სამშობლოს დაკარგვის, მერე ასე იქცევიან ქართველები, როგორც ახლა ვხედავთ“, - განაცხადა ხიდაშელმა.