როგორც ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი ვალია ასევე მკაფიოდ დავუჭიროთ მათ მხარი-იუკნევიჩიენე
"როგორც ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი ვალია ასევე მკაფიოდ დავუჭიროთ მათ მხარი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
ქართული ოცნების წარმომადგენლების სისასტიკისა და ძალადობის მიუხედავად, მამაცი ქართველი ხალხი 50 დღეზე მეტია აპროტესტებს მოპარულ ევროპულ მომავალს.
სხვათა შორის, ხალხი ქუჩაში (ქართულ ოცნებას) კრემლის ოცნებას, რუსულ ოცნებას ეძახის.
იმ დროს, როდესაც საქართველო იბრძვის ევროპული გზისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, ნათლად დავუჭიროთ მხარი მას.
პირველ რიგში, ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
მეორე, ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება.
მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმაციას მიანიჭებს, - განაცადა იუკნევიჩიენემ.