ძალიან სახიფათოა, თუ ივანიშვილი მთელი თავისი კაპიტალის კონცენტრირებას საქართველოში მოახდენს-გოგოლაშვილი
"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი სახიფათოდ მიიჩნევს, თუ ივანიშვილი მთელი თავისი კაპიტალის კონცენტრირებას საქართველოში მოახდენს.
მისი თქმით, “ქვეყნისთვის აჯობებდა, რომ ჩინეთში, ან რუსეთში წაეღო.“
“ჩვენზე, საქართველოზე გადმოვა ეს სანქციების ტვირთი მთლიანად“, - თქვა გოგოლაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.
ძალიან სახიფათოა, თუ ივანიშვილი მთელი თავისი კაპიტალის კონცენტრირებას მოახდენს საქართველოში. ანუ დააბანდებს კომპანიებსა და ბანკებში, რადგან თუ ის მთლიანად დასანქცირდება, ეროვნული ბანკი, რომელიც დღეს მთლიანად “ოცნების“ ხელშია, იმ ბანკებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან სანქციებს და საბანკო ოპერაციებს განახორციელებენ, არ შეუჩერებს ლიცენზიას და არ გამოიყენებს მათ წინააღმდეგ საქციას, ისინი მაშინ ჩვენ ინსტიტუტებს გაყინავენ და სახელმწიფო მთლიანად აღმოჩნდება დაზარალებული.
ეს ძალიან ცუდი სიმპტომია, თუ მას მართლა გადმოაქვს მთელი კაპიტალი საქართველოში. ჩვენთვის, ქვეყნისთვის აჯობებდა, რომ ჩინეთში, ან რუსეთში წაეღო. ჩვენზე, საქართველოზე გადმოვა ეს სანქციების ტვირთი მთლიანად, - განაცხადა გოგოლაშვილმა.