სალომე ზურაბიშვილი სენატორებს, ჯინ შაჰინსა და როჯერ უიკერს შეხვდა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს შეხვდა.
ამის ამსახველ ფოტოებს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღეს ის შეხვდა სენატორ ჯინ შაჰინს და სენატორ როჯერ უიკერს.
შეგახსენებთ, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრების შესახებ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ისაუბრა.