საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება - მიხალ შჩერბა

22.01.25 01:03
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება - მიხალ შჩერბა

საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიხალ შჩერბამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა, “სადაც ბოლო არჩევნები მოიპარეს.“

“მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ!“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, რომელიც უარესდება, ჩვენს სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს. ერთი თვის წინ საქართველოში ვიყავი და უნდა ვთქვა, რომ იქ ბოლო არჩევნები მოიპარეს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი პრეზიდენტი ზურაბიშვილია. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ახლა ჩვენ მოქმედება გვჭირდება. პირველ რიგში, ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები უნდა დასანქცირდნენ, მათ შორის აქტივების გაყინვით. მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ! მე ხალხის წინააღმდეგ ძალადობას მკაცრად ვგმობ. კომისიასა და საბჭოს ვთხოვ, რომ თავიანთი საქმე შეასრულონ. თქვენ ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროთ. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ის გვჭირდება“, - განაცხადა მიჰალ შჩერბამ.