ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესაკალაციისთვის? -სერგეი ლაგოდინსკი
ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში, და ეს უნდა მისცეთ მათ, ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან და ეს არის საქართველოს ნამდვილი ოცნება.
ევროპარლამენტარი კობახიძეს და ყაველაშვილსაც მიმართავს და ეკითხება:
“ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესაკალაციისთვის?“
ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან. და ეს არის საქართველოს ნამდვილი ოცნება, მაგრამ პარტია, რომელიც საკუთარ თავს “ქართულ ოცნებას” ეძახის, თავისი ძალაუფლების სრულ ძალას იყენებს, რათა გაასამართლოს ჟურნალისტები, თავს დაესხას მშვიდობიან დემონსტრანტებს და ოპოზიციის წევრებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სასტიკად დაესხნენ თავს.
ასე რომ, ვკითხულობ: “ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესაკალაციისთვის? თქვენს ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში. და ეს უნდა მისცეთ მათ. ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან და არ უნდათ რომ აწამონ. ვნახეთ ხალხი, რომელიც აწამეს საქართველოში. მათ აქვთ უსაფრთხოდ ყოფნის უფლება, ხოლო თუ არა, მაშინ „მსურველთა კოალიციაზე“ უნდა ვიმუშაოთ, რომელიც მიზნობრივ სანქციებზე იმუშავებს, მათ შორის თქვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ლაგოდინსკიმ.