ან უკან შეგვათრევენ რუსეთში, ან მივყვებით გზას, სადაც ამერიკის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო - ზურაბიშვილი

22.01.25 10:34
ან უკან შეგვათრევენ რუსეთში, ან მივყვებით გზას, სადაც ამერიკის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო - ზურაბიშვილი

გადამწყვეტ მომენტში ვართ: ან უკან შეგვათრევენ რუსეთში - ან იმ გზას გავაგრძელებთ, რომელსაც დამოუკიდებლობის მომენტიდან მივყვებით, - ამის შესახებ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკელი მეგობრების ყურადღება ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. 

საქართველოს დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ამერიკელი მეგობრების ყურადღება. ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ვართ: ან უკან შეგვათრევენ რუსეთში - ან იმ გზას გავაგრძელებთ, რომელსაც დამოუკიდებლობის მომენტიდან მივყვებით - გზას, სადაც ამერიკის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო" - წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.