ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან მეტი გვჭირდება - ზურაბიშვილი

22.01.25 11:28
ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან მეტი გვჭირდება - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ სანქციები, რომელიც აშშ-მ "ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ აამოქმედა, მნიშნველოვანია. ამის შესახებ მან  Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ასევე მეგობარი აქტის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან კრიზისის დასაძლევად მეტი ნაბიჯები სჭირდება. 

საქართველოსთან მიმართებით აშშ-ს პოლიტიკა ყოველთვის ორპარტიული იყო და სასანქციო ნაბიჯებს, რომელიც ბოლო დროს ვნახეთ, უკვე აქვს თავისი ეფექტი. შეგვიძლია საქართველოში გარკვეული წრეების რეაქციით ამის ნახვა. ნარატივის მიუხედავად, თითქოს არაფერი ხდება და მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია, დავინახოთ, რომ მნიშვნელობა აქვს. მეგობარი აქტი, რომელიც ხელახლა იქნა წარდგენილი კონგრესმენ უილსონის მიერ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ორივე მიმართულებას აჩვენებს. ის აჩვენებს, რომ თუ იზოლირებულად ყოფნა გვსურს, ეს არის იზოლაციის რისკები, ხოლო თუ ჩვენ რეგიონალურ, ევროატლანტიკურ გზას დავუბრუნდებით, მაშინ არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც შეიძლება და რომელსაც ძალიან სწრაფად შეუძლია დაგვაბრუნოს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობასთან. ევროპიდან განცხადებები კეთდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება, განსაკუთრებით მკაფიო პოზიცია ევროკომისიისგან და ევროპული საბჭოს ლიდერებისგან გვჭირდება. და, მეც, რამდენჯერაც მათთან საუბრის შანსი მქონია, მე მათ ვუთხარი, რომ გვჭირდება მეტი. ჩვენმა ხალხმა იცის, რომ კრიზისის მოგვარების გზა საქართველოშია, მათ ხელშია, თუმცა მათ სურთ, ქვეყნის გარეთ იყვნენ დახურული და მოსმენილი, - ამბობს ზურაბიშვილი.