გიგაურის პასუხი რუხაძეს: ამერიკის მთავრობას შეუძლია დააწესოს სანქციები ამერიკის მოქალაქეზე

22.01.25 11:28
გიგაურის პასუხი რუხაძეს: ამერიკის მთავრობას შეუძლია დააწესოს სანქციები ამერიკის მოქალაქეზე

ამერიკის მთავრობას შეუძლია დააწესოს სანქციები ამერიკის მოქალაქეზე - ასე პასუხობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური პროპაგანდისტული “იმედის“ მფლობელს განცხადებას, სადაც  ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ აშშ ვერ დაასანქცირებს (მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს).

ეკა გიგაური ამბობს, რომ სანქციები არ არის დამოკიდებული ადამიანის დაბადების ადგილზე, არამედ მის ქმედებებზე.

თუ ამერიკის მოქალაქე – იქნება ეს ნატურალიზებული თუ საზღვარგარეთ დაბადებული ( ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივია პროცედურა)  – ჩართულია ისეთი საქმიანობებში, რომლებიც არღვევს ამერიკის კანონებს ან საგარეო პოლიტიკის მიზნებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დარღვევა, კორუფცია, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარება ან ტერორიზმის მხარდაჭერა, მასზე შეიძლება დაწესდეს სანქციები"- წერს გიგაური. 

TI-ის ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ყოველთვის მოითხოვს ყველა იმ მაღალჩინოსნის, მინისტრის, მთავრობის გადადგომას და მათ ციხეში გაშვებას, ვინც აწამებს საკუთარ მოქალაქეებს, არღვევს მათ უფლებებს, ჩართულია კორუფციაში და ემსახურება რუსეთის ინტერესებს: 

დიახ ოცნების პრობლემა არის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და მისი საქმიანობა!  თავად ოცნება კი საქართველოს დიდი პრობლემაა! 
ვიხილე დაძაბული კაცის ინტერვიუ, ვინც ალაგ-ალაგ იტყუებოდა, მაგალითად იმაზე, რომ ნჯოები გადასახადებს არ იხდიან. საკუთარ კომპანიებში აერია და თავისი საზომით ზომავს ყველაფერს როგორც ჩანს. არაფერს ვამბობ იმაზე თურმე, რომ ის ოცნებასთან ერთად ( ბევრჯერ ახსენა)  ვერ იძიებდა “უმძიმეს”საქმეებს, რადგან ევროკავშირი და ამერიკა უკრძალავდა ამას" - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი. 

პროპაგანდისტული “იმედის“ მფლობელმა “ქართული ოცნების“ სამი ძირითადი პრობლემა დაასახელა, რომელთაგან ერთი-ერთი მისი თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა“.

რუხაძე ამბობს, რომ “ოცნებამ“ ამ ორგანიზაციას არაგადამხდელის სტატუსი უნდა მოუსხნას, რადგან ის არღვევს ყველა წესდების პირობებს, რის გამოც ეს სტატუსი მიიღო.

 რუხაძემ ინტერვიუ რადიოთავისუფლებას მისცა.