მოსამართლე ადვოკატების წინააღმდეგ - ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატებს უჩივლა

22.01.25 14:28
მოსამართლე ადვოკატების წინააღმდეგ - ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატებს უჩივლა

მოსამართლე ადვოკატების წინააღმდეგ - ირაკლი ხუსკივაძემ 5 ზე მეტ ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივლა.

საუბარია, იმ უფლებამდამცველბზე, რომლებმაც 11 იანვარს სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ხუთზე მეტ უფლებადამცველს მოსამართლე დაცვის ქვეშ მყოფების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.  ადვოკატთა ასოციაციაში გაგზავნილ წერილში ირაკლი ხუსკივაძე  ირწმუნება რომ იურისტებმა დაცვის უფლება არ შეასრულეს.  

ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას დაშინების მცდელობად აფასებენ. 

2025 წლის 11 იანვარს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ადვოკატები მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს განცხადებით მიმართავენ. 

ისინი საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ.

წერილში ხაზგასმული იყო, რომ უფლებადამცველები უარს არ ამბობდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე. 

სხდომათა დარბაზი იმდენად პატარა იყო, უჰაერობის გამო, ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა.

პატიმრების, ადვოკატებისა და დაკავებულთა ოჯახის წევრების მოთხოვნის მიუხედავად, ირაკლი ხუსკივაძემ დარბაზი არ შეცვალა.