თავდასხმა ექსპრემიერზე - გიორგი გახარია პროკურატურაში იმყოფება
"გახარია - საქართველოსთვის” ლიდერი თბილისის მთავარ პროკურატურაში იმყოფება - საქმე ეხება ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი თავდასხმის ფაქტს.
სავარაუდოდ გახარია პროკურატურაში დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად და ჩვენების მისაცემად დაიბარეს.
დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭეს ზვიად ქორიძესაც, მედია ექსპერტს, რომელიც თავდასხმის სამიზნე გახდა.
ყოფილ პრემიერს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, 15 იანვარს მომხდარ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.
21 იანვარს გიორგი გახარიას პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის ჩანაწერები სერვერებიანად სრულიად პროკურატურამ წაიღო, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.