სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო - წერილი

22.01.25 15:17
სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო - წერილი

სინდისის პატიმრების პროტესტი გრძელდება - რეჟიმის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო.

ინფორმაცია თავდაპირველად ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა დაადასტურა. 

"ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და პროტესტის ნიშნად ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც შიმშილობა გამოაცხადა"- წერს ავსაჯანიშვილი.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში ჯავახიშვილი ამბობს, რომ ბოლომდე ინრძოლებს: 

მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ვიწყებ შიმშილობას. სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და დანარჩენ თანამებრძოლებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არანაირი საბაბი არ გვაქვს იმისა, გვეშინოდეს. ნათქვამია, რაც არ გკლავს, გაძლიერებს და დიახაც, ასეა. ჩვენ აქ კი არ მოვკვდებით, ჩვენ აქ ვძლიერდებით და ვერ წარმოიდგენთ ისე. 
მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ძალას გვაძლევთ. დიდი სიყვარულით თქვენი თანამებრძოლი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი"- წერს პატიმარი. 

მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს სინდისის კიდევ ერთი პატიმარი რეზო კიკნაძეც. 

ნეტგაზეთის და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი11 დღეა შიმშლობს და მხოლოდ წყალს იღებს.