"პირველების" ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან დღეს ორ პირს გაათავისუფლებენ
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან დღეს ორ პირს გაათავისუფლებენ, ამის შესახებ პირველებს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მათ შორის ერთ ერთი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ალექსი მამულია. მამულიას დაკავების შესახებ ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს დაადასტურა.
უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული (წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ). მათ ე.წ სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მამულიასთან ერთად დაკავებული იყო ვანო ჯაფიაშვილი, ის სოფელ ფხვენისიდანაა.