ნიკა გვარამია: ვაპირებ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მზია ამაღლობელი უნდა გამოვიდეს ციხიდან
რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია შეხვდა.
პოლიტიკოსმა რუსთვის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი სინდისის პატიმარია და ის აპირებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს, რომ მან საპატიმრო სწრაფად დატოვოს და "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა გაძლიერდეს:
"ქალბატონი მზია არის სინდისის პატიმარი. იგი არ არის აქ, როგორც პოლიტიკოსი. ჩემი დაჭერა ჟურნალისტობის დროს, მაინც უფრო პოლიტიკური მოტივებით იყო, მაგრამ ქალბატონი მზია, სწორედ იმიტომაა დაკავებული, რომ ის ჟურნალისტია.
ვაპირებ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში, ვაპირებ რომ წავიდე საკუთარი ხარჯებით და საკუთარი პოზიცია გამოვხატო არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს მას. მე ვარ ჟურნალისტი, რომელმაც მიიღო ჯილდო "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისგან", ზუსტად ამ თვალსაზრისით ვაპირებ სიარულს, მე მეთქმის სიტყვა მათთან" თქვა ნიკა გვარამიამ ციხეში შესვლამდე და აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს"- თქვა გვარამიამ.