თავდასხმა ექსპრემიერზე - გიორგი გახარიამ პროკურატურა დატოვა

22.01.25 18:48
თავდასხმა ექსპრემიერზე - გიორგი გახარიამ პროკურატურა დატოვა

 

 

ბათუმში მომხდარი თავდასხმა - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ პროკურატურა დატოვა.

გამოკითხვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს გიორგი გახარიამ არ უპასუხა, ექსპრემიერმა არც ის თქვა, მიენიჭა თუ არა მას დაზარალებულის სტატუსი.

მისი თქმით, ის ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის. 

გახარია გამომძიებლების პირისპირ 4 საათი იჯდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ.  არსებული ინფორმაციით, 15 იანვარს მომხდარ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. 

 21 იანვარს გიორგი გახარიას პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის ჩანაწერები სერვერებიანად სრულიად პროკურატურამ წაიღო, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.